Refund policy
დაბრუნების პოლიტიკა
ჩვენ გვაქვს ონლიაინ შეძენილი ნივთების 14-დღიანი დაბრუნების პოლიტიკა, რაც ნიშნავს, რომ ნივთის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში შეგიძლიათ მოითხოვოთ დაბრუნება.
დაბრუნებისთვის, ნივთი უნდა იყოს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მიიღეთ - გამოუყენებელი, დატანილი სტიკერებით და თავდაპირველ შეფუთვაში. ასევე დაგჭირდებათ გადახდის ქვითარი ან/და სხვა მტკიცებულება შეძენის შესახებ.
დაბრუნების დასაწყებად, გთხოვთ შეგვატყობინოთ ელფოსტაზე: contact@ezdesk.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონით: +995 550 503 112 / 032 2 111 001. დაბრუნება უნდა განხორციელდეს შემდეგ მისამართზე:
გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელი N19 (ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან) ბიზნეს ცენტრი ატრიუმი
დაბრუნების მიღების შემდეგ მოგაწვდით ინსტრუქციებს, თუ როგორ და სად უნდა გაგზავნოთ ნივთი. დაბრუნებული ნივთები, რომლებიც არ იყო წინასწარ შეთანხმებული, არ მიიღება.
დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ contact@ezdesk.ge-ზე.
დაზიანებები და პრობლემები
გთხოვთ, შეამოწმოთ თქვენი შეკვეთა მიღებისთანავე და დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით, თუ ნივთი აღმოჩნდა დაზიანებული, დეფექტიანი ან არასწორად მოწოდებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პრობლემის სწრაფად გამოსასწორებლად.
გამონაკლისი ნივთები
ჩვენ არ ვიღებთ დაბრუნებას შემდეგი სახის ნივთებზე:
- ნივთი, რომელზეც აღნიშნულია რომ არ ექვემდებარება დაბრუნებას
- სასაჩუქრე ბარათები
თუ დარწმუნებული არ ხართ, თქვენი ნივთი ექვემდებარება თუ არა დაბრუნებას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ გამოგზავნამდე.
გაცვლა
თუ გსურთ ნივთის გაცვლა (მაგალითად, სხვა ზომაზე ან მოდელზე), გთხოვთ, შეგვატყობინოთ contact@ezdesk.ge-ზე ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონით +995 550 503 112 / 032 2 111 001. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში შევეცდებით დაგეხმაროთ ხელით გაცვლაში, პროდუქციის ხელმისაწვდომობის შესაბამისად.
სასურველი ვარიანტის მიღების ყველაზე სწრაფი გზა არის არსებული ნივთის დაბრუნება და ახალი შეკვეთის გაფორმება, დაბრუნების დასტურის მიღების შემდეგ.
ევროკავშირის 14-დღიანი შეკვეთის გაუქმების უფლება
ჩვენ ამ ეტაპზე პირდაპირ არ ვაგზავნით შეკვეთებს ევროკავშირის ქვეყნების ტერიტორიაზე.
თუმცა, თუ თქვენ იმყოფებით საქართველოში და გეკუთვნით ევროკავშირის მომხმარებლის სტატუსი, შესაძლებელია გქონდეთ შეკვეთის გაუქმების უფლება ევროკავშირის მომხმარებელთა დაცვის კანონმდებლობის მიხედვით.
ევროკავშირის წესებით, ევროკავშირის მომხმარებელს უფლება აქვს გაუქმოს ან დააბრუნოს შეკვეთა 14 დღის განმავლობაში - ნებისმიერი მიზეზით და ახსნა-განმარტების გარეშე - თუ ნივთი უცვლელია, თავდაპირველ შეფუთვაშია და თან ახლავს შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თანხის ანაზღაურება
ჩვენ შეგატყობინებთ, როდესაც მივიღებთ და გადავამოწმებთ დაბრუნებულ ნივთს და გაცნობებთ, დავადასტურეთ თუ არა ანაზღაურება.
დასტურის შემთხვევაში, თანხა გადმოგერიცხებათ შერჩეულ საბანკო ანგარიშზე 5 სამუშაო დღის განმავლობაში. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ ბანკს დამატებითი დრო დასჭირდეს გადმორიცხული თანხის ასახვისთვის.
თუ 15 სამუშაო დღეზე მეტი გავიდა დაბრუნების დამტკიცების შემდეგ და ანაზღაურება ჯერ კიდევ არ მიგიღიათ, გთხოვთ, შეგვატყობინოთ ელფოსტით contact@ezdesk.ge ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონით +995 550 503 112 / 032 2 111 001.