მექანიკური მაგიდები
მაგიდა + სავარძელი ერთად, მონიტორის სამაგრი საჩუქრად
ნაკრებში ყიდვა ცალ-ცალკე ყიდვაზე იაფია. 5 ნაკრები FlexiSpot, SIHOO და LiberNovo პროდუქტებით.
ნაკრებების ნახვა

ხშირად დასმული კითხვები
არჩევა, მიწოდება, აწყობა და გარანტია.
რა განსხვავებაა ერთძრავიან და ორძრავიან მაგიდას შორის?
ორძრავიანი მაგიდა უფრო სწრაფად და ჩუმად მოძრაობს, უძლებს მეტ წონას და გამოირჩევა მაქსიმალური სტაბილურობით ორი ან მეტი მონიტორის შემთხვევაში.
ერთძრავიანი მაგიდა იდეალურია ლეპტოპისა და მსუბუქი სამუშაო სივრცისთვის (რეკომენდებულია 120 სმ-მდე ზომის ზედაპირით).
რა ზომის ზედაპირი ავირჩიო?
ლეპტოპისა და ერთი მონიტორისთვის საკმარისია 120 სმ სიგანის ზედაპირი. ორი მონიტორისთვის ან დიდი სამუშაო სივრცისთვის აირჩიეთ 140 სმ ან მეტი.
ზომის შერჩევაში დაგეხმარებათ ნიკო ან ჩვენი კონსულტანტი შოურუმში.
რამდენ ხანში მომაწვდით და ვინ ააწყობს მაგიდას?
მარაგში არსებული პროდუქტი თბილისში მოგეწოდებათ 3 სამუშაო დღის განმავლობაში, რეგიონებში კი 7 სამუშაო დღის განმავლობაში. მიწოდება უფასოა მთელს საქართველოში.
თბილისში მაგიდას უფასოდ ააწყობს ჩვენი გუნდი. რეგიონებში მაგიდა იგზავნება ინსტრუქციითა და საჭირო ხელსაწყოებით.
რა გარანტია აქვს მაგიდებს?
FlexiSpot-ის მაგიდებს აქვს მწარმოებლის ოფიციალური გარანტია, 2 ან 3 წელი, მოდელის მიხედვით. ზუსტი ვადა მითითებულია პროდუქტის გვერდზე.
შემიძლია განვადებით ყიდვა?
დიახ. შეგიძლიათ შეიძინოთ უპროცენტო განვადებით საქართველოს ბანკისა და თიბისი ბანკის მეშვეობით. ყოველთვიური თანხა მითითებულია პროდუქტის ფასთან.
შემიძლია პროდუქტის დაბრუნება?
ონლაინ შეძენილი ნივთის დაბრუნება შესაძლებელია შეძენიდან 2 კვირის განმავლობაში, თუ ნივთი პირვანდელ მდგომარეობაში და ორიგინალ შეფუთვაშია. სრული პირობები იხილეთ წესებსა და პირობებში.
შემიძლია მაგიდის ადგილზე ნახვა და გამოცდა?
დიახ. მაგიდები და სავარძლები შეგიძლიათ გამოცადოთ ჩვენს შოურუმში: ბიზნეს ცენტრი ატრიუმი, თბილისი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-დან 20:00-მდე, შაბათს 11:00-დან 16:00-მდე.









